Friday, February 27, 2015

მგონი გავგიჟდი

ამ კაბის ფერმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ინტერნეტ სივრცეში. ზოგი ამბობს, ლურჯ-შავ ფერებშიაო, ზოგისთვის კი თეთრი და ოქროსფერია. თქვენ რა ფერს ხედავთ? smile emoticon

თეთრი სიკვდილი

სიმო ჰაიჰა,ფინელი სამხედრო მოღვაწე, სნაიპერიზამთრის ომის ვეტერანი, მსოფლიო რეკორდის მფლობელი სნაიპერული შაშხანით მოკლულ მოწინააღმდეგეთა რაოდენობის მიხედვით (505).ჰაიჰა სიმაღლით 1.60 მეტრი იყო, რის გამოც მისი სიმაღლისთვის შესაფერის საბჭოთა მოსინის შაშხანის ფინურ ვარიანტ M/28-ს იყენებდა. საკუთარი პოზიციის დასამალად ოპტიკური სამიზნის მაგივრად ფინელი რკინის სამიზნესიყენებდა, რის გამოც მას სროლისას თავის წამოწევა აღარ უწევდა. ბრძოლის დროს ჰაიჰა პირში თოვლს იდებდა რათა სუნთქვისას ორთქლი არ გამოეშვა. ომის პერიოდში ტემპერატურა −40 და −20 °C-ს შორის მერყეობდა, ჰაიჰა მუდმივად თეთრ ფორმაში იყო ჩაცმული რათა თოვლში შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
ჰაიჰას წარმატებები ფინელებმა ფსიქოლოგიური ბრძოლის იარაღად გამოიყენეს. ომის დროს რუსმა ჯარისკაცებმა მას „თეთრი სიკვდილი“ შეარქვეს. საბჭოელები მის მოსაშორებლად რესურსებს არ ზოგავდნენ დაარტილერიის ცეცხლსა და სნაიპერებს იყენებდნენ.
1940 წლის 6 მარტს ბრძოლის დროს ჰაიჰა ყბაში დაიჭრა, ტყვია მოხვედრისას დაიშალა და ლოყიდან გამოვიდა. სიმო ჰაიჰამ გონება დაკარგა, თანამებრძოლის თქმით მას სახის ნახევარი აღარ ჰქონდა. გონება ფინელ სნაიპერს 13 მარტს, ზავის გაფორმების დღეს, დაუბრუნდა. ომის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ სიმო ჰაიჰაფელდმარშალმა კარლ გუსტავ მანერჰაიმმა კაპრალიდან პირდაპირ მეორე ლეიტენანტად დააწინაურა, ეს დაწინაურება დღემდე ყველაზე სწრაფ კარიერულ ზრდად რჩება ფინეთის შეიარაღებული ძალებში.